Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 2 კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები. 1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნა; ბ) მოაწესრიგოს ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (სამართლებრივი მექანიზმი); გ) დაადგინოს ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების მართვის სისტემა; დ) მოაწესრიგოს ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმები; ე) უზრუნველყოს ტანისა და თეძმის დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული მნიშვნელობის მქონე, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში − საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვა, რაც სპეციალური აღდგენითი და მოვლითი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების ფარგლებში: |
ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 2 ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებითა და ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული, ბუნებრივი ან სახეცვლილი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების − ტანისა და თეძმის ხეობების ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს ტანისა და თეძმის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და შენარჩუნება; დ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციისთვის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; ე) ხელი შეუწყოს ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას; |
ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 2 ვ) ბუნების აქტიური დაცვითა და ტრადიციული ადგილობრივი საქმიანობების შენარჩუნებით ხელი შეუწყოს ბუნებისა და კულტურის ურთიერთქმედების დაბალანსებას. 3. ამ კანონით გათვალისწინებული ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, ტანის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით. |