Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 171 ექსპერტის დასკვნის შემოწმება. ექსპერტისათვის შეკითხვის მიცემის წესი. 1. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები. 2. თუ ექსპერტიზა მხარის ინიციატივით დაინიშნა, ექსპერტს პირველად ეკითხებიან ის პირი, რომელმაც წარმოადგინა ექსპერტის დასკვნა, და მისი წარმომადგენელი. სასამართლოს ინიციატივით დანიშნულ ექსპერტს პირველად ეკითხება მოსამართლე. მოსამართლეს შეუძლია შეკითხვები დაუსვას ექსპერტს მისი დაკითხვის ყოველ მომენტში. |