Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1283 . ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა. 1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ინფორმაციის/მონაცემების ასახვის დადგენილი წესის დარღვევა ან სპეციალური ფირნიშის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა ან სპეციალური ფირნიშის საკონტროლო ფირნიშის დადგენილი წესის ან ვადის დარღვევით წარდგენა ან დაკარგვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხეტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დარღვევა, ან მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მარკირების გარეშე განთავსება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხეტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1283 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების (გარდა მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მარკირების გარეშე განთავსებისა) განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხეტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით. 5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხეტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის და სახერხი დანადგარებისა და მოწყობილობების კონფისკაციით. |