Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 451 განათლების სფეროს დაფინანსება. 1. სავალდებულოა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი იმგვარად მომზადდეს და დამტკიცდეს, რომ საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სფეროს დაფინანსების მოცულობა არ იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%- ზე ნაკლები. 2. განათლების სფეროს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულზე ნაკლები მოცულობით დაფინანსება შეიძლება დაიგეგმოს მხოლოდ „ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 3. განათლების სფეროს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოცულობით დაფინანსების აღდგენა სავალდებულოა „ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარამეტრების მიღწევის მომდევნო წლიდან. |