FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  92

ხმების დათვლა.
1. ფარული კენჭისყრის ბიულეტენების მეშვეობით გამართვისას ხმის დამთვლელი კომისია ან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ადგენს კენჭისყრის გამართვის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას.
2. კენჭისყრის ელექტრონული სისტემის მიერ პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის სიგნალის მიუღებლობის შემთხვევაში მისი ხმა მიცემულად ჩაითვლება, თუ ეს კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე დადასტურდება. თუ დადასტურდა, რომ შესაბამისი განცხადების მიზანი კენჭისყრის შედეგების გაყალბება იყო, ეს კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ ახდენს. თუ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, დაუყოვნებლივ დადასტურდა, რომ კენჭისყრის ელექტრონულმა სისტემამ არ მიიღო პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის სიგნალი ან სხვისი ბარათი იქნა გამოყენებული და ეს ხმა გადამწყვეტია, იმართება ხელახალი კენჭისყრა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  92

3. კენჭისყრის შედეგების საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის სათანადოდ მოტივირებული განცხადება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკითხს შესასწავლად მანდატურთუხუცესს გადასცემს. მანდატურთუხუცესი შეისწავლის საკითხს და დასკვნას დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. კენჭისყრის შედეგების თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტამდე სხვა კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის მიერ კენჭისყრის შედეგების შესახებ გამოთქმული ეჭვის გადამოწმების შედეგად მისი დაუდასტურებლობის შემთხვევაში შესაბამის ფრაქციას ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს იმავე დღეს უფლება არა აქვს, მოითხოვოს სხვა კენჭისყრის შედეგების გადამოწმება.
4. ყველა კენჭისყრის შედეგებს პარლამენტს აცნობებს პლენარული სხდომის თავმჯდომარე. ეს შედეგები განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  92

5. პარლამენტის წევრი ხმის მისაცემი ბარათის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტის აპარატს. ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრს ხმის მისაცემი დროებითი ბარათი გადაეცემა.