FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  1201

ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი.
1. ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე, ბაზრის მონაწილეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით ან/და ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების  პლატფორმის მეშვეობით.
2. ბაზრის მონაწილეები ვალდებული  არიან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების შესახებ ანგარიშგება განახორციელონ კომისიის მიერ დამტკიცებული რეგულირებული  საწარმოს ანგარიშგების წესების შესაბამისად.
3. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი. 4. ელექტროენერგიის ორმხრივი  ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი:
    ა) უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას  ამ კანონითა და ელექტროენერგიის  ბაზრის წესებით განსაზღვრული წესითა და პირობებით;
    ბ) აღრიცხავს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე არსებული ელექტროენერგიის  ყიდვა-გაყიდვის განაცხადების  მონაცემებს; გ)  არეგისტრირებს  ელექტროენერგიის  ორმხრივი  ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  1201

დ) კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად, კომისიას წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის თაობაზე;
    ე) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად. 5.  ელექტროენერგიის  ორმხრივი  ხელშეკრულებების   პლატფორმის ადმინისტრატორს  არ აქვს უფლება, იმავდროულად განახორციელოს სხვა ელექტროენერგეტიკული საქმიანობა, გარდა ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებისა.