FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  37

საერთაშორისო თანამშრომლობა.
1. სამსახური უფლებამოსილია ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს გაუგზავნოს კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე თხოვნა და უპასუხოს ანალოგიურ თხოვნას ან საკუთარი ინიციატივით მიაწოდოს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს ასეთი ინფორმაცია.
2. სამსახურმა დროულად უნდა მიაწოდოს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ან ნებისმიერი სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის მოპოვების უფლება სამსახურს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აქვს, თუ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე თხოვნა დასაბუთებულია, აღწერს იმ გარემოებებს, რომლებიც მას საფუძვლად დაედო, და განმარტავს ასეთი ინფორმაციის შემდგომი გამოყენების გზებს. სამსახური სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებისას კომუნიკაციის დაცულ საშუალებებს იყენებს.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  37

3. სამსახური არ დააკმაყოფილებს კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის თხოვნას, თუ ამ თხოვნის დაკმაყოფილებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას, შელახოს პირის კანონიერი ინტერესები ან საქართველოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები ან სხვა საჯარო ინტერესები. კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე სამსახურის უარი დასაბუთებული უნდა იყოს და სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს დროულად უნდა განემარტოს.
4. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით და აღნიშნული ინფორმაციის მხოლოდ ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანალიზისთვის ან შესაბამის თხოვნაში მითითებული სხვა მიზნით გამოყენება. დაუშვებელია ამ ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის წინასწარი ნებართვის გარეშე.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  37

5. სამსახურმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები, რომ სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურმა დაიცვას მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ სამსახურის მიერ ნებადართული მიზნით გამოიყენოს.
6. სამსახურმა სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მას გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა აცნობოს მისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენების შესახებ ან აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ანალიზის შედეგები.
7. სამსახური უფლებამოსილია სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურთან დამოუკიდებლად დადოს შეთანხმება, რომელიც ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხებს მოაწესრიგებს.