Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ article 33 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენებულ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი. 1. 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმები 2015 წლის 1 იანვრიდან 1 წლის განმავლობაში შეტანილი უნდა იქნეს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში. 2. ამ კანონის მიზნებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში შეტანა არ მიიჩნევა ამავე კანონით გათვალისწინებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემად. |