Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
წიაღის შესახებ article 8 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტს წიაღით სარგებლობის სახეობის მიხედვით უწესდება მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიწის მინაკუთვნი მოიცავს დასამუშავებელ საბადოს, მასთან დაკავშირებული წიაღისეულის საწყობს, ფუჭი ქანის სანაყაროს, აგრეთვე კუდის ან სხვა ნარჩენის განთავსების ადგილს. იგი სარეკულტივაციო მიწებს განეკუთვნება. კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით მიწის მინაკუთვნის დაწესებისა და მისი ზომების განსაზღვრის საკითხს განიხილავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებული მიწის მინაკუთვნი წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესის შესაბამისად შეიტანება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში, როგორც წიაღის ფონდის მიწა, რის შემდეგაც იგი საჯარო რეესტრში აღირიცხება. წიაღის ფონდის მიწაზე შეიძლება წარმოებდეს ან დროებით არ წარმოებდეს წიაღით სარგებლობა. ამ კანონის 39-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია ტექნოგენური საბადოთი დაფარული მიწის ფართობის განაშენიანება, ხოლო წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტის დროებითი განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროის მოცემულ მონაკვეთში იგი წიაღით სარგებლობისთვის არ გამოიყენება. თუ წიაღით სარგებლობის ობიექტზე ან ობიექტის ნაწილზე წიაღით სარგებლობა არ დაწყებულა, შესაძლებელია შესაბამისი მიწის ფართობით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა 1 წლამდე ვადით, ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აკრძალულია წიაღის ფონდის მიწის საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ხოლო ლიცენზირებული წიაღით სარგებლობის ობიექტის შემთხვევაში – აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე. |
წიაღის შესახებ article 8 2. მიწის მინაკუთვნის ზომებს და მისი გამოყენების პირობებს კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით განსაზღვრავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. 5. წიაღით სარგებლობის დასრულებისას ან წიაღით სარგებლობის სხვა მიზეზით შეწყვეტისას, თუ არ არსებობს წიაღით შემდგომი სარგებლობის პერსპექტივა, სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარება ეკისრება წიაღით მოსარგებლეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |