FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

article  16

რატიფიცირებისათვის წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების წინასწარ განხილვა. საქართველოს პარლამენტისათვის რატიფიცირებისათვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას, აგრეთვე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კანონპროექტს წინასწარ განიხილავს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

article  16

მუხლი 17. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ გადაწყვეტილების მიღება  1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის (ან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა, განიხილავს საქართველოს პარლამენტი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) ახორციელებს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით.
3. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ დადგენილების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო სიგელს, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.  საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3572 – ვებგვერდი, 20.11.2018წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.