Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 67 სტანდარტის მიღების პრინციპები. 1. საქართველოში სტანდარტი მიიღება საქართველოს სტანდარტის სახით და რეგისტრირდება ამ თავის შესაბამისად. 2. საქართველოში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სტანდარტები რეგისტრაციის გარეშე. 3. სტანდარტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. 4. საქართველოს სტანდარტად შეიძლება მიღებულ იქნე ს: ა) საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად ამ კოდექსის 65-ე მუხლით განსაზღვრული სტანდარტები, რომლებსაც იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო); ბ) საერთაშორისო სტანდარტი ან ევროპული სტანდარტი, რომლის ქართულ ვერსიას განიხილავს სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი; გ) სტანდარტი − ამ კოდექსის 68-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 67 5. საქართველოს სტანდარტად (სსტ) დარეგისტრირებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სტანდარტი, რომელსაც დაინტერესებული პირი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად გამოიყენებს. სტანდარტების რეესტრში სტანდარტის რეგისტრაციის ნომერი შედგება საერთაშორისო კოდიფიკაციის შესაბამისად. სტანდარტის რეგისტრაციის ნომრის პირველი სამი ასო (სსტ) აღნიშნავს საქართველოს სტანდარტს (ლათინურად − GES), მომდევნო ასოებით გამოიხატება ევროპული ორგანიზაციის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული იმ სტანდარტის აბრევიატურა, რომელიც საქართველოს სტანდარტად (სსტ) მიიღება (ასეთი სტანდარტის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ მითითებულია სტანდარტის რიგითი ნომერი სტანდარტების რეესტრის წარმოებისა და სტანდარტის მიღების წესის შესაბამისად. 6. სააგენტო არ განიხილავს იმ სფეროს სტანდარტის პროექტს, რომელშიც საერთაშორისო სტანდარტი, ევროპული სტანდარტი ან მათი პროექტები არსებობს. 7. სააგენტო სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტს განსახილველად არ გადასცემს იმ სფეროს სტანდარტის პროექტს, რომელშიც: ა) საერთაშორისო სტანდარტი, ევროპული სტანდარტი ან მათი პროექტები არსებობს; ბ) სტანდარტზე ფართო მოთხოვნილება არ არის. |