Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საპატენტო კანონი article 57 პატენტის ბათილად ცნობა. 1. სასამართლო საქპატენტის მიერ გაცემულ პატენტს ან ვალიდირებულ ევროპულ პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს, თუ დადგინდა, რომ: ა) პატენტის საგანი პატენტუნარიანი არ არის; ბ) პატენტი გამოგონებას არ აღწერს ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება; გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც, ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გამოგონებად არ მიიჩნევა; დ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც, ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პატენტი არ გაიცემა; ე) პატენტის საგანი სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცდება შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს; ვ) პატენტის მფლობელს არ ჰქონდა პატენტის მიღების უფლება ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად; ზ) პატენტით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოვდა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პატენტის მიღების უფლებამოსილების მქონე პირმა შეიძლება პატენტის ბათილად ცნობის ნაცვლად პატენტის მისთვის გადაცემა მოითხოვოს. 21. საქპატენტი პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს: ა) პატენტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე; ბ) ამ კანონის 42-1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე; |
საქართველოს საპატენტო კანონი article 57 გ) ამ კანონის 68-1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს. 3. პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ ინფორმაცია შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში. |