Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 132 თავისუფალ ზონაში ნებადართული საქმიანობა. 1. დასაშვებია თავისუფალ ზონაში ნებისმიერი საქონლის შეტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, აგრეთვე თავისუფალი ზონიდან ნებისმიერი საქონლის გამოტანა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თავისუფალ ზონაში აკრძალულია: ა) იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობა; ბ) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა; გ) ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია; დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია. 3. თავისუფალ ზონაში დასაშვებია ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეტანა ადგილზე მოხმარებისთვის. მისი შეტანა საქონლის ექსპორტად არ მიიჩნევა. 4. თავისუფალ ზონაში ნებადართულ საქმიანობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს აკრძალვები ან შეზღუდვები. |