FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  77

თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები.
1. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები იქმნება ამ კანონით დადგენილი წესით, თბილისის მერიის დებულებით ან მასში შესაბამისი ცვლილებით, მთავრობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვისა და თბილისის მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
2. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე.
3. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 76-ე, 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  77

4. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებანი და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილებანი და სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფები განისაზღვრება შესაბამისად თბილისის მერიის დებულებით და სტრუქტურული ერთეულის დებულებით და შესაბამისი საშტატო ნუსხით. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.