FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საერთო სასამართლოების შესახებ

article  30

მოსამართლეთა სპეციალიზაცია.
1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, ერთი განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მეორე – სამოქალაქო და სხვა კატეგორიის საქმეებს, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. მოსამართლეთა სპეციალიზაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობის მქონე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ან შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები (შემდგომში – სასამართლო კოლეგიები).
3. სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობას ადგენს და სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 4.  სასამართლო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ამ კოლეგიის შემადგენლობიდან 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
საერთო სასამართლოების შესახებ

article  30

მოსამართლეთა სპეციალიზაცია. . 5.  აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის შესაბამისად შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება დაავალოს საქმის ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში) განხილვა, აგრეთვე მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის მისი სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განხილვა.