Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 90 ხმის მიცემა. 1. კენჭისყრის პროცედურის დაწყების სავარაუდო დროს პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სხდომის გახსნისთანავე. 2. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების მიზნით, პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მიმდინარე საკითხის განხილვის შეჩერება. 3. კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გააკეთოს განცხადება. მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. 4. კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია. თუ პარლამენტის პლენარულ სხდომას არ ესწრება სხდომის უფლებამოსილების დადგენისთვის საჭირო პარლამენტის წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადადებული კენჭისყრის ჩატარების დროს. 5. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, მას პირველ რიგში ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. 6. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას 1-წუთიანი გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის პროცედურულ საკითხზე. ამასთანავე, ფრაქციას უფლება აქვს, კენჭისყრის პროცედურულ საკითხზე 1-წუთიანი გამოსვლით ისარგებლოს ორჯერ, ხოლო უფრაქციო პარლამენტის წევრს – ერთხელ. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 90 7. ფრაქციის მოთხოვნით, კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება მხოლოდ ერთხელ, 5 წუთით. 8. პარლამენტის წევრი ხმას პირადად აძლევს. ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია. 9. თუ პარლამენტის წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მას უფლება არა აქვს, ამ საკითხზე ხმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მისცეს. |