Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 11 აუდიომონიტორინგის განხორციელება. 1. აუდიომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია: ა) მონაცემთა სუბიექტის თანხმობით; ბ) საოქმო ჩანაწერის საწარმოებლად; გ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად, თუ განსაზღვრულია სათანადო და კონკრეტული ღონისძიებები მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად; დ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. აუდიომონიტორინგის განსახორციელებლად დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად წერილობით წინასწარ განსაზღვროს აუდიომონიტორინგის მიზანი და მოცულობა, აუდიომონიტორინგის ხანგრძლივობა, აუდიოჩანაწერზე წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები. 3. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წინასწარ ან აუდიომონიტორინგის დაწყებისთანავე გააფრთხილოს მონაცემთა სუბიექტი აუდიომონიტორინგის განხორციელების შესახებ და განუმარტოს უარის თქმის თაობაზე მისი უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 11 4. მონაცემთა სუბიექტის აუდიომონიტორინგის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნით ინფორმირების შემთხვევაში ეს გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა შეიცავდეს შესაბამის წარწერას, მარტივად აღქმად გამოსახულებას აუდიომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელწოდებასა და მის საკონტაქტო მონაცემებს. |