FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  36

მითითება გარიგების შეჩერების შესახებ.
1. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენისას, მიუხედავად გარიგების თანხის ოდენობისა, ანგარიშვალდებულ პირს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში შესაბამისი გარიგების, აგრეთვე ამ გარიგებასთან ან/და ამ გარიგების მონაწილე პირთან დაკავშირებული სხვა გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების შეჩერების შესახებ. სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაცია (დოკუმენტი) დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
2. სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ანგარიშვალდებულ პირს ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება. აღნიშნული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  36

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითება ფორმდება სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით. ეს წერილობითი მითითება ანგარიშვალდებულ პირს მომდევნო 24 საათის განმავლობაში გადაეცემა. აღნიშნულ ვადაში წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ ვადის გასვლის შემდეგ განაახლოს შესაბამისი გარიგების მომზადება, დადება ან შესრულება.
4. ანგარიშვალდებულმა პირმა სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უნდა დაადასტუროს ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აღნიშნული მითითების დაუყოვნებლივ შესასრულებლად აუცილებელი ღონისძიებები.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 72-საათიანი ვადის ათვლა იწყება ანგარიშვალდებული პირის მიერ მითითების მიღების მომენტიდან. აღნიშნული ვადის გამოთვლისას დასვენებისა და უქმე დღეები არ გაითვალისწინება. მითითება შეიძლება ვადაზე ადრე გაუქმდეს, თუ ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდი არ დადასტურდება, ან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  36

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მითითების ვადაზე ადრე გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დროულად უნდა ეცნობოს ანგარიშვალდებულ პირს. ასეთი შეტყობინების ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
7. სამსახური უფლებამოსილია სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის თხოვნის საფუძველზე ანგარიშვალდებულ პირს მისცეს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება ან თვითონ გაუგზავნოს ანალოგიური თხოვნა სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს.
8. სამსახური ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის თხოვნას დააკმაყოფილებს, თუ დარწმუნდება, რომ ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის ვარაუდი დასაბუთებულია.