Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 24 ა) იძლეოდეს საჩივრის პირველივე დონეზე გადაწყვეტის შესაძლებლობას. მეზღვაურს უნდა ჰქონდეს უფლება, საჩივრით მიმართოს უშუალოდ გემის კაპიტანს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე შესაბამის გარეშე პირებს/ორგანოებს; ბ) ითვალისწინებდეს მეზღვაურის უფლებას, საჩივრის განხილვის პროცედურებში მონაწილეობა მიიღოს თანმხლებ პირთან ერთად ან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე საჩივრის წარდგენის გამო მეზღვაურის შესაძლო დევნისგან დაცვას; გ) მოიცავდეს სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაციას, ხოლო თუ სააგენტო არ არის უფლებამოსილი მეზღვაურის საცხოვრებელ ქვეყანაში − შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს საკონტაქტო ინფორმაციას, აგრეთვე გემზე მყოფი იმ პირების სახელებსა და გვარებს, რომლებსაც შეუძლიათ მეზღვაურს კონფიდენციალურობის დაცვით მისცენ მიუკერძოებელი რჩევა მის საჩივართან დაკავშირებით ან/და სხვაგვარად დაეხმარონ გემზე მოქმედი საჩივრის განხილვის პროცედურების გაცნობაში. 7. მომჩივანი მეზღვაურის დევნის თავიდან ასაცილებლად, როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, საჩივრის განხილვის პროცედურებმა უნდა წაახალისოს გემზე იმ პირის დანიშვნა, რომელიც მომჩივან მეზღვაურს მისი თხოვნის შემთხვევაში მისცემს რჩევებს მისთვის ხელმისაწვდომ პროცედურებთან დაკავშირებით, აგრეთვე დაესწრება საჩივართან დაკავშირებულ შეხვედრებსა და მოსმენებს. |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 24 ვ) თუ საჩივრის გემზე გადაწყვეტა შეუძლებელია, საკითხი განსახილველად გემთმფლობელს უნდა წარედგინოს და მას უნდა განესაზღვროს შესაბამისი ვადა საკითხის გადასაწყვეტად, საჭიროების შემთხვევაში − მეზღვაურთან ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელთან კონსულტაციის გზით. ნებისმიერ შემთხვევაში მეზღვაურს აქვს უფლება, საჩივრით პირდაპირ გემის კაპიტანს, გემთმფლობელსა და სააგენტოს მიმართოს. 9. თუ მეზღვაური გადაწყვეტს, საჩივრით სააგენტოს მიმართოს, საჩივარი წერილობითი ფორმით უნდა იყოს შედგენილი. მასში მითითებული უნდა იყოს მეზღვაური, გემთმფლობელი, სავარაუდო დარღვევის ჩადენის თარიღი და საჩივრის განხილვის პროცედურების მიხედვით განხორციელებული ქმედებები. |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 24 მეზღვაურის საჩივარი. 1. გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე, რომელზედაც ის არის პასუხისმგებელი, მოქმედებდეს ამ კანონისა და კონვენციის მოთხოვნების სავარაუდო დარღვევის ჩადენის შესახებ მეზღვაურის მიერ წარდგენილი საჩივრის სამართლიანი, ეფექტიანი და სწრაფი განხილვის პროცედურები. 2. მეზღვაურს შეუძლია ისარგებლოს უფლებით, წარადგინოს საჩივარი ნებისმიერ საკითხზე, რომელიც, მისი აზრით, არღვევს კონვენციის მოთხოვნებს (მათ შორის, მეზღვაურის უფლებებს). 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების გარდა, მეზღვაური არ არის შეზღუდული, სხვა ხელმისაწვდომი სამართლებრივი გზით იდავოს დარღვეული უფლებების შესახებ. 4. გემთმფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ მომჩივანი (საჩივრის წარმდგენი) მეზღვაურის წინააღმდეგ განხორციელებული საპასუხო უარყოფითი მოქმედება მეზღვაურის დევნად მიიჩნევა და აკრძალულია. 5. გემზე მოქმედი საჩივრის განხილვის პროცედურების წესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურისთვის. 6. გემზე მოქმედი საჩივრის განხილვის პროცედურები უნდა გულისხმობდეს შემდეგს: |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 24 8. კოლექტიური ხელშეკრულების შესაბამისი მუხლების გათვალისწინებით, საჩივრის განხილვის ყოველი პროცედურა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) საჩივარი უნდა დაიწეროს იმ განყოფილების ხელმძღვანელის სახელზე, სადაც მუშაობს მომჩივანი მეზღვაური, ან უშუალოდ ზემდგომი ოფიცრის სახელზე; ბ) განყოფილების ხელმძღვანელი ან ზემდგომი ოფიცერი უნდა ეცადოს გადაწყვიტოს საჩივარი განსახილველი საკითხის სირთულიდან გამომდინარე, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში; გ) თუ განყოფილების ხელმძღვანელი ან ზემდგომი ოფიცერი ვერ შეძლებს საჩივრის მეზღვაურისთვის დამაკმაყოფილებელი გზით გადაწყვეტას, მეზღვაურს უფლება აქვს, საჩივრით გემის კაპიტანს მიმართოს. გემის კაპიტანი ვალდებულია საკითხი პირადად განიხილოს; დ)მეზღვაურს უფლება აქვს, საჩივრის განხილვის პერიოდში ჰყავდეს თანხმლები პირი ან წარმომადგენელი; ე) საჩივარი და მასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა აღირიცხოს და მათი ასლები დაინტერესებულ მეზღვაურს უნდა გადაეცეს; |