Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 201 საძებნ-სამაშველო მომსახურება. 1. საძებნ-სამაშველო მომსახურება მოიცავს ავარიული მდგომარეობის მონიტორინგს, კავშირგაბმულობის უზრუნველყოფას, საქმიანობის კოორდინაციას, ძებნასა და შველას, სამედიცინო დახმარების გაწევას, სამედიცინო მიზნებისთვის ევაკუაციას სახელმწიფო და კერძო რესურსების, მათ შორის, საავიაციო, საზღვაო და სხვა საშუალებების, გამოყენებით. 2. საძებნ-სამაშველო მომსახურება ხორციელდება როგორც საქართველოს ავიაციის ძალებითა დასაშუალებებით, ისე სახმელეთო და საზღვაო საძებნ-სამაშველო ჯგუფების დახმარებით. 3. საძებნ-სამაშველო მომსახურების განხორციელების წესი, განმახორციელებელი სტრუქტურები და მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. აეროდრომის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონში საავარიო-სამაშველო მომსახურებას ახორციელებს აეროდრომის საავარიო-სამაშველო რაზმი. მის განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი/ავიაგადამზიდველი. 5. საძებნ-სამაშველო მომსახურება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. |