FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  704

რეგრესის უფლება ზიანის ანაზღაურებისას. თუ ამ თავის მიხედვით გადამზიდველმა უკვე აანაზღაურა ზიანი, მას აქვს უკუმოთხოვნის უფლება შემდეგ შემთხვევებში:
    ა) თუ ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების გამომწვევმა გადამზიდველმა მარტომ უნდა აანაზღაუროს მის მიერ ან რამდენიმე გადამზიდველის მიერ ასანაზღაურებელი ზიანი;
    ბ) თუ ტვირთის დაკარგვა ან მისი დაზიანება გამოწვეულია ორი ან რამდენიმე გადამზიდველის მიერ, თითოეულმა უნდა აანაზღაუროს პასუხისმგებლობის წილის შესაბამისი თანხა; თუკი ამის დადგენა შეუძლებელია, მაშინ თითოეული პასუხს აგებს მიღებულ გადაზიდვის საზღაურში მათი წილის პროპორციულად;
    გ) როცა შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ გადამზიდველს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული პროპორციის მიხედვით უნდა გადაიხადოს ყველა გადამზიდველმა.