Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საზღვაო კოდექსი article 1751 1. მგზავრის საზღვაო გადაყვანისას ინციდენტის შედეგად მგზავრის გარდაცვალების ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს, ვალდებულია მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის იდენტიფიცირებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გადაუხადოს მას ავანსი ამ ზიანის პროპორციულად, გადაუდებელი ეკონომიკური საჭიროებებისთვის. მგზავრის გარდაცვალების შემთხვევაში აღნიშნული ავანსის თანხა მისი გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად განსაზღვრულ ლარში 21 000 ევროს ეკვივალენტზე ნაკლები არ უნდა იყოს. |
საზღვაო კოდექსი article 1751 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ავანსი არ არის იმ გადამყვანის მიერ მოთხოვნის არსებობის აღიარება, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს, და იგი შეიძლება გაიქვითოს ამ თავით გათვალისწინებულ ნებისმიერ შემდგომ გადახდილ ანაზღაურებაში. აღნიშნული ავანსის თანხა არ დაბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს, დაამტკიცებს, რომ მგზავრის გარდაცვალება ან ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვეული იყო: ა) მგზავრის ბრალით ან დაუდევრობით; ბ) ომით, საბრძოლო მოქმედებით, სამოქალაქო ომით, ამბოხებით ან განსაკუთრებული, გარდაუვალი და დაუძლეველი სტიქიური მოვლენით; გ) მესამე მხარის ქმედებით ან უმოქმედობით, რომლის განზრახვაც იყო ინციდენტის გამოწვევა. 3. გადამყვანმა ან/და გადაყვანის განმახორციელებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრს მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ამ თავით გათვალისწინებული მგზავრის უფლებების თაობაზე. |
საზღვაო კოდექსი article 1751 4. თუ გადაყვანა საქართველოში იწყება, მგზავრს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გემში ჩაჯდომამდე, ხოლო თუ მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულება საქართველოში იდება, მგზავრს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს აღნიშნული ხელშეკრულების დადებისას (ბილეთის შეძენისას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრმა ბილეთი ინტერნეტით ან ტელეფონით შეიძინა). |