FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  218

მეგობრობის ჯგუფები.
1. სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებთან რეგულარული ურთიერთობისთვის პარლამენტში პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, დადგენილებით იქმნება მეგობრობის ჯგუფები.
2. მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებსა და შემადგენლობას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
3. მეგობრობის ჯგუფების საქმიანობას კოორდინაციას უწევს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რომელიც ყოველწლიურად პარლამენტის ბიუროს წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
4. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და ამ სახელმწიფოში გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციასა და ანგარიშს, აგრეთვე ვიზიტის თაობაზე მოსაზრებებს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს.