Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 603 წყალდაცვითი ზოლებისა და სანიტარიული დაცვის ზონების კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა. 1. წყალშემკრებზე წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა, რაც იწვევს წყლის დაბინძურებას, ნიადაგის წყლისმიერ ეროზიას და სხვა მავნე მოვლენებს, – გამოიწვევს ფიზიკური პირების დაჯარიმებას ას ლარამდე, იურიდიულ პირთა – ხუთას ლარამდე. 2. სასმელად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალოდ და საკურორტო საჭიროებისათვის განკუთვნილ სანიტარიული დაცვის ზონებსა და წყალდაცვით ზოლებში კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, – გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ათასი ლარით, იურიდიულ პირთა – ორი ათასი ლარით. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონაში, – გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ორი ათასი ლარით, იურიდიულ პირთა – ოთხი ათასი ლარით. |