Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 232 ბენეფიციარის სტატუსისა და ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების წესი. 1. ბენეფიციარის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული პირი მიმართავს ავტორიზებულ პირს და წარუდგენს მას ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებას. ავტორიზებული პირი პირისთვის ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული განცხადებით მისთვის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში. 2. ბენეფიციარის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული პირი (მისი კანონიერი წარმომადგენელი, მინდობილი პირი) ავტორიზებულ პირს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადებას; ბ) დაინტერესებული პირის ვინაობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მინდობილი პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში − აგრეთვე კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას; გ) შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას ან/და შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ცნობას და თანდართულ დოკუმენტებს, რომლებიც ამ კანონის მე-4 მუხლის „შ“ ქვეპუნქტში მითითებული გარემოების არსებობას ადასტურებს. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 232 3. ავტორიზებული პირი ვალდებულია ბენეფიციარის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებულ პირს ბენეფიციარის სტატუსი მიანიჭოს, თუ დასტურდება ამ კანონის მე-4 მუხლის „შ“ ქვეპუნქტში მითითებული გარემოების არსებობა. 4. ბენეფიციარის სტატუსი მოქმედებს ბენეფიციარის მიერ ამ სტატუსის შეწყვეტის თაობაზე განცხადებამდე, მის გარდაცვალებამდე ან იმ გარემოების აღმოფხვრამდე, რომელიც, ამ კანონის მე-4 მუხლის „შ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირისთვის ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების საფუძველია. ბენეფიციარმა ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების საფუძვლის აღმოფხვრის შესახებ, ხოლო ბენეფიციარის მემკვიდრემ − ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს ავტორიზებულ პირს. 5. დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას და ამ სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „საქპატენტი“. დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის გაუქმების წესი განისაზღვრება „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით. ეს ბრძანება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 232 6. ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული დაწესებულება მიმართავს „საქპატენტს“ და წარუდგენს მას ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებას, მუნიციპალიტეტების საბიბლიოთეკო ქსელში გაერთიანების დამადასტურებელ მტკიცებულებას (მუნიციპალიტეტების საბიბლიოთეკო ქსელში გაერთიანებული მასობრივი (საჯარო) ბიბლიოთეკის შემთხვევაში), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდებას (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში) ან/და ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული დაწესებულების საქმიანობის ამ კანონის მე-4 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობას. „საქპატენტი“ უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების სრულყოფილად განსახილველად ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებულ დაწესებულებას დამატებითი დოკუმენტაციის/ ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს. 7. ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმების საფუძვლებია: ა) ამ სტატუსის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნა; ბ) ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმება; გ) დაწესებულების საქმიანობის სახის შეცვლა; დ) ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 232 8. ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმებას ავტომატურად არ იწვევს. ამ საფუძვლით ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმება დასაშვებია, თუ ავტორიზებულმა პირმა მძიმე დარღვევა ჩაიდინა და აღნიშნული სტატუსის გაუქმება საავტორო უფლებების ან მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ან ბენეფიციართა კანონიერი ინტერესების დაცვის ერთადერთი საშუალებაა. 9. დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ან ამ სტატუსის გაუქმების შესახებ „საქპატენტის“ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იგი საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 10. ავტორიზებული პირი ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმების შემდეგ ვალდებულია თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოებები თავის მიერვე შერჩეულ სხვა ავტორიზებულ პირს გადასცეს. |