FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ნარჩენების მართვის კოდექსი

article  24

ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ექვემდებარება.
1. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და მათი შინაარსისადმი მოთხოვნები განისაზღვრება ამ კოდექსით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსითა და მათ საფუძველზე მიღებული და გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. თუ პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ერთზე მეტ საქმიანობას ახორციელებს და ეს საქმიანობები ერთმანეთთან არსებითად არის დაკავშირებული, აღნიშნული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება.
ნარჩენების მართვის კოდექსი

article  24

ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას/ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება.
1. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობები, ხოლო ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას − „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და მათი შინაარსისადმი მოთხოვნები განისაზღვრება ამ კოდექსით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათ საფუძველზე მიღებული და გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.