FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  202

ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი.
1. პარლამენტი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით ირჩევს ცესკოს 7 წევრსა და თავმჯდომარეს. თუ პარლამენტმა ცესკოს წევრი/ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, ცესკოს წევრს/ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  202

2. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო ცესკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 15 დღისა პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას ცესკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და ცესკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. საკონკურსო კომისია შედგება არანაკლებ 7 და არაუმეტეს 9 წევრისგან, რომელთა შორის შეიძლება იყვნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, საკონკურსო კომისიაში ჰყავდეს 1 წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება იმავდროულად არ იყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. თუ აღნიშნული ვადები არჩევნების ჩატარების პერიოდს დაემთხვა, პარლამენტის თავმჯდომარე კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  202

3. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა პარლამენტის ვებგვერდზე ქვეყნდება კონკურსში მონაწილე პირთა სია მათ ბიოგრაფიებთან ერთად. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გაესაუბროს კონკურსში მონაწილე პირებს.
4. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 1 კვირისა საკონკურსო კომისია შეარჩევს და პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ცესკოს წევრობის იმდენ კანდიდატს, ცესკოს რამდენი წევრიც არის ასარჩევი. კონკურსში მონაწილე თითოეულ პირთან დაკავშირებით საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგები და საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ ამ პირის მხარდაჭერის ან მის მხარდაჭერაზე უარის თქმის მოტივაცია აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში. ეს ოქმი საჯაროა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  202

5. პარლამენტის თავმჯდომარე მისთვის ცესკოს წევრობის კანდიდატის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 კვირისა იღებს გადაწყვეტილებას ამ კანდიდატის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის შესახებ ან მის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის თაობაზე. თუ პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება ცესკოს წევრობის კანდიდატის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის შესახებ, მან შესაბამის წარდგინებაში უნდა მიუთითოს, აღნიშნულ კანდიდატს ცესკოს რომელი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე წარადგენს. თუ პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება ცესკოს წევრობის კანდიდატის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის თაობაზე, იგი ცესკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით ხელახალ კონკურსს აცხადებს, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები ხელახლა ტარდება.
6. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენიდან, როგორც წესი, 2 კვირის ვადაში პარლამენტი ირჩევს ცესკოს წევრს. ცესკოს წევრობის კანდიდატის საკითხს იხილავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  202

7. პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის/წევრების არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ კანდიდატს) ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი (რომელიმე წევრი) არ აირჩა, ცესკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ დარჩენილ კანდიდატს) ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი (რომელიმე წევრი) ისევ არ აირჩა, კენჭისყრიდან არაუგვიანეს 1 კვირისა პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს წევრის/წევრების დანიშვნის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის ცესკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას (ცესკოს წევრად ახალარჩეული პირი ამ სიაში არ შეიყვანება) და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. თუ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თანახმად არ დანიშნა ცესკოს წევრი/წევრები, არაუგვიანეს 1 კვირისა ცესკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის/წევრების თანამდებობაზე/თანამდებობებზე ამ მუხლით დადგენილი წესით ხელახალი კონკურსი ცხადდება, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები ხელახლა ტარდება.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  202

8. ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს/საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ცესკოს წევრის პარლამენტის მიერ არჩევისთვის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნისთვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.