Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ article 13 გარდამავალი დებულებანი. 1. 2018 წლის 1 ივლისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ჩაითვალოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლად. 2. 2018 წლის 1 იანვრამდე ინფორმაციული სისტემიდან გამოთხოვილ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა, თუ აღნიშნული სისტემა ელექტრონული დოკუმენტის ავტომატურ რეჟიმში დადასტურებას უზრუნველყოფს. იმავე პერიოდის განმავლობაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება. 3. 2018 წლის 1 ივლისამდე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 4. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზე, მისი მოქმედების ვადის განმავლობაში შესრულებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 5. საქართველოს მთავრობამ: |
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ article 13 ა) 2017 წლის 1 ოქტომბრამდე დაამტკიცოს ამ კანონის დებულებათა აღსრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიცავს სულ მცირე სახელმწიფოში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დანერგვისა და გამოყენების უზრუნველყოფისაკენ მიმართულ ღონისძიებებს; ბ) 2018 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტი. 6. 2018 წლის 1 მარტამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციისა და ზედამხედველობის წესი. |