Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 51 ფიზიკურ უსაფრთხოებაზე (დაცულობაზე) პასუხისმგებლობა, დარღვევების აღკვეთა. ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) პოლიტიკის განხორციელებისა და ძირითადი პრინციპების დაცვისათვის ყალიბდება ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს: ა) პირობებს, რომლებიც მინიმუმამდე შეამცირებს რადიოაქტიური მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების არასანქციონირებული დაუფლების შესაძლებლობას და საბოტაჟის შემთხვევებს; ბ) ტექნიკურ დახმარებას და ინფორმაციის მიწოდებას დაკარგული ბირთვული მასალების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი დაბრუნებისკენ მიმართული ოპერატიული ზომების მიღებას, ასევე საბოტაჟის შედეგების მინიმიზაციას; გ) სატრანზიტო ქვეყნის მხრიდან ბირთვული მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების დაცვის უზრუნველყოფის გარანტიების არარსებობისას ტრანზიტის აკრძალვას; დ) ბირთვული და რადიაციული მასალების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ ინფორმაციის დაცვის ზომებს. |