Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მუზეუმების შესახებ article 24 სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის აღრიცხვა საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში და მათი რეესტრიდან ამორიცხვა. 1. სამუზეუმო ნივთი და კოლექცია ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო აღრიცხვას (სახელმწიფო რეესტრში შეტანას), განურჩევლად მათი საკუთრებისა. 2. საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრი არის საქართველოს სამუზეუმო ფონდის სააღრიცხვო დოკუმენტი. 3. სამუზეუმო ნივთსა და კოლექციას საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში აღრიცხავს სამინისტრო საბჭოს დასკვნის საფუძველზე. 4. სამუზეუმო ნივთი და კოლექცია საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრიდან ამოირიცხება დადგენილი წესით, სამინისტროს დასკვნის საფუძველზე. 5. სამუზეუმო ნივთი ან კოლექცია საქართველოს სამუზეუმო ფონდში ჩარიცხულად ითვლება საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში შეტანისთანავე. 6. საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრის ფორმის შედგენის, შენახვისა და გამოყენების წესს ადგენს სამინისტრო. 7. საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილ ნივთთან და კოლექციასთან დაკავშირებული ყველა ცვლილება აღნიშნული უნდა იყოს საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში. |