FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

article  12

საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო.
1. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება შემდეგი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე:
    ა) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები;
    ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
    გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები;
    დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; დ-1) საქართველოს დაზვერვის სამსახური;
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

article  12

საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო. .
    ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტები;
    ვ) სამხედრო ნაწილები;
    ზ) სახელმწიფო რწმუნებულები;
    თ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები;
    ი) საქართველოს საერთო სასამართლოები;
    კ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;
    ლ) (ამოღებულია - 26.06.2025, №815); 2. სავალდებულოა სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობების ფასადებზე, მათ სხდომათა დარბაზებში, თანამდებობის პირების სამუშაო ოთახებში.
3. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება:
    ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისას;
    ბ) საქართველოს ფულის ნიშნებზე (მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტებსა და მონეტებზე);
    გ) უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე, გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა;
    დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ საქართველოს ვიზაზე.
4. სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“−„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების შენობების ფასადებსა და დაწესებულებების დასახელებების აღმნიშვნელ აბრებზე.
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

article  12

საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბის კანონი №1726 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №773 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №815 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.