FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

წყლის რესურსების მართვის შესახებ

article  16

სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე.
1. სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე არის წყალსარგებლობა ისეთი ნაგებობის ან/და მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც არსებით გავლენას ახდენს იმ წყლის ობიექტის მდგომარეობაზე, საიდანაც წყალაღება იგეგმება. წყლის ობიექტის მდგომარეობაზე არსებით გავლენად ითვლება:
    ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება დღე-ღამეში 15 მ-3-ზე მეტი ოდენობით (გარდა ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
    ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლის ნებისმიერი ოდენობით ჩაშვება.
2. სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე ამ კანონის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების საფუძველზე:
    ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა;
    ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა;
    გ) ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა.
3. ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა მის მფლობელს ანიჭებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელების უფლებას.
წყლის რესურსების მართვის შესახებ

article  16

4. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი სპეციალური წყალსარგებლობის უფლებას იღებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წყალსარგებლობის ნებართვის აღების გარეშე. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობის განმახორციელებელ პირს სჭირდება ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წყალსარგებლობა, იგი ვალდებულია, სპეციალური წყალსარგებლობის უფლების მისაღებად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებასთან ერთად, უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სპეციალური წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით. ამასთანავე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული წყალსარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აიღოს სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, ამ კანონით დადგენილი წესით.
წყლის რესურსების მართვის შესახებ

article  16

5. ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების აღების ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელ პირზე, რომელსაც საქმიანობაზე შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება ისე, რომ არ ხდებოდეს ექსპლუატაციის პირობის ცვლილება.
6. თუ საქმიანობის განმახორციელებელ პირს ამ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობის ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის სკრინინგის პროცედურის ფარგლებში ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-5 მუხლის 12-1 მუხლით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ამ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია.
წყლის რესურსების მართვის შესახებ

article  16

7. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი სპეციალური წყალსარგებლობის უფლებას იღებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წყალსარგებლობის ნებართვის აღების გარეშე. კერძოდ,იმ შემთხვევაში, თუ „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელ პირს სჭირდება ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წყალსარგებლობა, იგი ვალდებულია, წყალსარგებლობის უფლების მისაღებად, უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღების თაობაზე განაცხადი, რომელშიც ასახავს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას. ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით. ამასთანავე, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით განსაზღვრული წყალსარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, აიღოს სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, ამ კანონით დადგენილი წესით.
წყლის რესურსების მართვის შესახებ

article  16

8. ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების აღების ვალდებულება აგრეთვე ვრცელდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მქონე პირზე, რომელსაც საქმიანობაზე ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შემდგომ ეცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება და, ამასთანავე, აღნიშნული ცვლილება, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას არ წარმოადგენს.
9. თუ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შემდეგ, იცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადში ასახოს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამასთანავე, წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით და შესაბამისი გადაწყვეტილებით.