Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 14 საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციის პირობები. 1. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციის მიზნით აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილებას; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტს; გ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. 2. საინვესტიციო კომპანიის რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელი კომპანია ან განმცხადებლის მიერ დანიშნული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას: ა) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოებად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან კომანდიტურ საზოგადოებად; ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კომპანიის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილებას; გ) სადამფუძნებლო დოკუმენტს მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 14 დ) კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირების შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს მათ შესაფერისობას საინვესტიციო ფონდის ჯანსაღი და კეთილგონივრული მართვის საჭიროების გათვალისწინებით; ე) კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს მათ საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას; ვ) ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ კომპანიას რეგისტრაციისა და მართვის ადგილი აქვს საქართველოში; ზ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. 3. განმცხადებელი კომპანია საზედამხედველო ორგანოს არ წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, თუ მას დანიშნული ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია. ამ შემთხვევაში აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, წარუდგენს განმცხადებელ კომპანიასთან დადებულ აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულებას. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 14 4. რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობით საზედამხედველო ორგანოს წარუდგინონ: ა) რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების რაოდენობის შესახებ განახლებული ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, ინვესტორთა რომელ კატეგორიას (გაუთვითცნობიერებელ ინვესტორებს თუ გათვითცნობიერებულ ინვესტორებს) განეკუთვნებიან ისინი; ბ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო სტრატეგიაში შეტანილი ცვლილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია; გ) იმ ინსტრუმენტების/აქტივების შესახებ ინფორმაცია, რომლებითაც საინვესტიციო ფონდი ძირითადად ვაჭრობს, და საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ძირითადი სფეროებისა და კონცენტრაციის თაობაზე ინფორმაცია. 5. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია გარდაიქმნას ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდად საინვესტიციო ფონდების ავტორიზაციისთვის დადგენილი საერთო წესების საფუძველზე. საინვესტიციო ფონდისთვის ავტორიზაციის მინიჭებასთან ერთად საზედამხედველო ორგანო აუქმებს მის რეგისტრაციას. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 14 6. საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და ჯანსაღი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების რეგისტრაციისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისთვის. |