FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

article  30

წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და განკარგვის შესახებ გარიგების გაფორმება.
1. წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. მთავრობის თანხმობით, სამინისტრო უფლებამოსილია ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აქციისა და წილის საწყისი საფასური განსაზღვროს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი წილებისა და აქციების საწყის საპრივატიზებო საფასურზე ნაკლებ ფასად.
3. წილებისა და აქციების განკარგვისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.
4. წილებისა და აქციების განკარგვისას სამინისტროსა და მყიდველს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. განმკარგავი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას მყიდველს საკუთრების/მართვის უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ და მასთან ერთად უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

article  30

5. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ წილებისა და აქციების პრივატიზების/მართვის უფლების გადაცემის ინიციირებას.
6. წილების და აქციების პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად.
7. მყიდველი ვალდებულია პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით 2 კალენდარულ წელზე მეტი, უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელებული წილებისა და აქციების პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევებზე).
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

article  30

8. ვალდებულების არსებობისას ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან, ხოლო ელექტრონული აუქციონის ფორმით წილებისა და აქციების განკარგვისას − საპრივატიზებო საფასურის გადახდის დღიდან 30 სამუშაო დღეში სამინისტრო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

article  30

9. თუ საპრივატიზებო ვალდებულებად განსაზღვრულია მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა, მყიდველს/მართვის უფლების მიმღებს უფლება აქვს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით გირავნობით დატვირთოს შეძენილი/მართვის უფლებით მიღებული ქონება. საინვესტიციო და საპრივატიზებო (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის) ვალდებულების შესრულების მიზნით, სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, მყიდველს/მართვის უფლების მიმღებს უფლება აქვს გირავნობით დატვირთოს შეძენილი/მართვის უფლებით მიღებული ქონება. გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო გირავნობით დატვირთული ქონების მოგირავნის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების გირავნობით დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

article  30

10. წილებისა და აქციების პრივატიზების მიზნით დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების გირავნობით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში წილებისა და აქციების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.