Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 13 ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყება, ლიკვიდაციის მომწესრიგებელი ზოგადი დებულებები. 1. ამ თავით წესრიგდება ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები. 2. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყების საფუძვლებია: ა) ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (გარდა რამდენიმე განყოფილებისგან შემდგარი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა) გადახდისუუნარობა; ბ) სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში − მისი დაშლის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ კანონის დებულებათა გათვალისწინებით; გ) სეკიურიტიზაციის ფონდის შემთხვევაში − პაის მფლობელების ან სხვა უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ ეს გათვალისწინებულია სადამფუძნებლო დოკუმენტით. 3. დასაშვებია ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის განყოფილების სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი სხვა განყოფილების ლიკვიდაციის გარეშე, განცალკევებულად ლიკვიდაცია. სეკიურიტიზაციის განყოფილების განცალკევებულად ლიკვიდაციის დაწყების საფუძვლებია: ა) სეკიურიტიზაციის განყოფილების გადახდისუუნარობა; |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 13 ბ) სეკიურიტიზაციის განყოფილების წილის/პაის მფლობელების ან სხვა უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ ეს გათვალისწინებულია სადამფუძნებლო დოკუმენტით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით/მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის/სეკიურიტიზაციის განყოფილების ლიკვიდაციას იწყებს შესაბამისი კრედიტორის მიმართვის საფუძველზე. გადახდისუუნარობის საფუძვლით სეკიურიტიზაციის განყოფილების ლიკვიდაციის დაწყების მიზნებისთვის გაითვალისწინება უშუალოდ ამ განყოფილების აქტივები და ვალდებულებები. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის/ სეკიურიტიზაციის განყოფილების ლიკვიდაციას იწყებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი აქტივების მმართველი კომპანიის მიმართვის საფუძველზე. |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 13 6. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების ლიკვიდატორია აქტივების მმართველი კომპანია ან, იმ სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული აქტივების მმართველი კომპანია, − სეკიურიტიზაციის კომპანიის მიერ დანიშნული პირი. სეკიურიტიზაციის კომპანიის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი სარგებლობს იმავე უფლებებით და ეკისრება იგივე მოვალეობები, რომლებიც აქვთ მმართველი ორგანოს წევრებს. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე. 7. თუ ლიკვიდაციის პროცესში ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ლიკვიდატორი თავის მიერ დანიშნული ლიკვიდატორით ჩაანაცვლოს. 8. თუ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების ლიკვიდაციის დაწყების საფუძველია გადახდისუუნარობა ან, სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში, − სისხლის სამართლის საქმეზე იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, ლიკვიდატორს ნიშნავს ეროვნული ბანკი. |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 13 9. ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ ლიკვიდატორზე გადადის ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან ან სეკიურიტიზაციის განყოფილებასთან დაკავშირებით სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი აქტივების მმართველი კომპანიის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება. 10. ლიკვიდაციის დაწყებისთანავე წყდება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების მიმართ მიმდინარე აღსრულების ყველა ღონისძიება. 11. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან სეკიურიტიზაციის განყოფილების ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი იმავე დღეს სარეგისტრაციოდ წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს. 12. „მეწარმეთა შესახებ“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული გადახდისუუნარობისა და ლიკვიდაციის პროცედურები არ ვრცელდება ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე (მათ შორის, მის განყოფილებაზე). ეროვნული ბანკი ამ კანონის შესაბამისად სამართლებრივი აქტით ადგენს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაციის მარეგულირებელ დამატებით წესებს. |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 13 13. ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე ან მის განყოფილებაზე ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები. 14. ამ კანონის მე-14−მე-17 მუხლებით დადგენილი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება აგრეთვე ავტორიზებული სეკიურიტიზაციის განყოფილების განცალკევებულად ლიკვიდაციაზე. 15. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლებისა) მოქმედება არ ვრცელდება არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაციისა და გადახდისუუნარობის წარმოებაზე. არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაცია და გადახდისუუნარობა ამ კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლების გათვალისწინებით წესრიგდება „მეწარმეთა შესახებ“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონებით. |