FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

კონკურენციის შესახებ

article  12

სახელმწიფო დახმარება.
1. აკრძალულია სახელმწიფო დახმარება, რომელიც აფერხებს კონკურენციას ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. შეიძლება დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დახმარება, რომელიც არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას, თუ ის:
    ა) გაიცემა ინდივიდუალური მომხმარებლისათვის სოციალური დახმარების სახით, იმ პირობით, რომ დახმარება არ გამოიწვევს შესაბამისი საქონლის/მომსახურების მწარმოებლის დისკრიმინაციას;
    ბ) მიზნად ისახავს სტიქიური მოვლენის ან ფორსმაჟორული გარემოების შედეგების აღმოფხვრას;
    გ) მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ღონისძიების განხორციელებას;
    დ) მიზნად ისახავს საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული უფლების განხორციელებას ან მოვალეობის შესრულებას;
    ე) გაიცემა ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების სახით, უმნიშვნელო ოდენობით. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
    ვ) მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტის განხორციელებას, თუ ამის თაობაზე საქართველოს მთავრობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება.
კონკურენციის შესახებ

article  12

3. სააგენტოსთან შეთანხმებით შეიძლება დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დახმარება, რომელიც მნიშვნელოვნად არ ზღუდავს კონკურენციას ან არ ქმნის მისი მნიშვნელოვნად შეზღუდვის საშიშროებას და რომელიც გაიცემა:
    ა) გარკვეული რეგიონების ეკონომიკური განვითარებისათვის;
    ბ) კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობისათვის. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
კონკურენციის შესახებ

article  12

მუხლი 13. სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესი და პროცედურები 1. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესის საფუძველზე სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზნის, სახელმწიფო დახმარების ფორმის, ოდენობისა და მიმღები ეკონომიკური აგენტის თაობაზე.
3. სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო სააგენტოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად წარუდგენს იმის დასაბუთებას, რომ გასაცემი სახელმწიფო დახმარება არსებითად არ ზღუდავს კონკურენციას.
4. სააგენტო მისთვის წარდგენილი განცხადების (ინფორმაციის) საფუძველზე ამოწმებს გასაცემი სახელმწიფო დახმარების ამ კანონის დებულებებთან შესაბამისობას და არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა გასცემს სათანადო დასკვნას. საქმის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, ეს ვადა შეიძლება 3 თვემდე გაგრძელდეს. დადგენილ ვადაში სააგენტოს მიერ დასკვნის გაუცემლობა თანხმობად მიიჩნევა.
5. სააგენტოს უფლება აქვს, სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს ან/და მიმღებ ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას სააგენტო წარუდგენს სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს და საქართველოს მთავრობას.
7. საქართველოს მთავრობა, რომელსაც სააგენტოს უარყოფითი დასკვნა წარედგინა, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საკითხზე.
კონკურენციის შესახებ

article  12

მუხლი 14. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა 1. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა, რომელიც სააგენტოსთან შეთანხმებას არ საჭიროებს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო ვალდებულია ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობის, გაცემის ვადისა და მიმღები ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებების რეესტრში შეტანას.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებების რეესტრის წარმოების პროცესში სააგენტო დაადგენს, რომ გაცემული ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობას, იგი ამზადებს სათანადო დასკვნას და მას უგზავნის როგორც სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს, ისე მის ზემდგომ ორგანოს (არსებობის შემთხვევაში).