Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
წიაღის შესახებ article 7 სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნი. 1. წიაღის უბანი სარგებლობისათვის გადაეცემა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის სახით. 2. სამთო მინაკუთვნი არის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნი ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად მასთან ერთად გაიცემა. 3. გეოლოგიური მინაკუთვნი წარმოადგენს მხოლოდ შესწავლისათვის გადაცემულ წიაღის უბანს. 4. წიაღის უბანი გაიცემა სამთო მინაკუთვნის სახით, თუ ლიცენზია ანიჭებს მის მფლობელს სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავების, მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების გამოყენების და ისეთ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციის უფლებას, რომლებიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავებასთან, აგრეთვე წიაღის იმ ობიექტების შექმნის უფლებას, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას. წიაღის უბანი სამთო მინაკუთვნის სახით გაიცემა აგრეთვე საბადოს დასამუშავებლად წიაღის ერთდროული შესწავლით. 5. აკრძალულია წიაღით სარგებლობა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის ფარგლების გარეთ. |
წიაღის შესახებ article 7 6. სამთო მინაკუთვნის საზღვრების დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არა მარტო უბნის სიდიდე (სიგრძე, სიგანე, სიღრმე), არამედ სამუშაოს ტექნოლოგიური გავლენის ზონები, რაც დაკავშირებულია წიაღის გამოყენებასთან (მისასვლელი და საექსპლუატაციო სამთო გვირაბები, დამცავი მთელანები და სხვა. სამთო მინაკუთვნს უნდა ჰქონდეს შეზღუდვა სიღრმეში). თუ წიაღის უბანი გადაცემულია მიწისქვეშა წყლების საბადოს დასამუშავებლად, სამთო მინაკუთვნის საზღვრები წიაღში მოიცავს წყალშემცველ ჰორიზონტს და მიწის ზედაპირზე წარმოადგენს სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონას. ამ შემთხვევაში მიწის ზედაპირზე სამთო და შესაბამისი მიწის მინაკუთვნის საზღვრები უნდა გადიოდეს მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი და ხელოვნური გამოსავლებიდან არანაკლებ 15 მეტრში. სამთო და მიწის მინაკუთვნების ზუსტი საზღვრების დადგენა ხორციელდება ლიცენზირების პროცესში, კონკრეტული სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით. 7. სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნების საზღვრებს ადგენს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. |