FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

article  15

საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში წარდგენა.
1. საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას საქართველოს პარლამენტი გამოხატავს, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარუდგენს საქართველოს მთავრობა.
2. საერთაშორისო ხელშეკრულება რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (უცხოურენოვანი ავთენტური ტექსტის არსებობისას იგი წარდგენილი უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). საერთაშორისო ხელშეკრულებას უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის დასკვნა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

article  15

3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხოურ ენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო (შემდგომ − თარგმნის ბიურო).
31. თარგმნის ბიუროს მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4. საქართველოს მთავრობა რატიფიცირებისათვის (ან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ.