Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს კონსტიტუცია article 68 ეროვნული ბანკი. 1. საქართველოს ეროვნული ბანკი წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. ეროვნული ბანკი არის ბანკთა ბანკი, მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. 2. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომლის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 7 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. კონსტიტუციის 69-ე მუხლით გათვალისწინებულ ზედამხედველობასა და კონტროლს ექვემდებარება ეროვნული ბანკის მხოლოდ ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯები. ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და ყოველწლიურად წარუდგენს მას თავისი საქმიანობის ანგარიშს. 4. ფულის ემისიის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნულ ბანკს. ფულის სახელწოდება და ერთეული განისაზღვრება ორგანული კანონით. 5. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება ორგანული კანონით. |