FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  30

ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა).
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის, კომერციული ბანკის ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) ერთი ან რამდენიმე შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
    ა) კომერციულმა ბანკმა, კომერციული ბანკის ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია: ა.ა) ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება; ა.ბ) რომელიმე პირობა ან შეზღუდვა, რომელიც ერთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ან ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას; ა.გ) ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია; ა.დ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ა.ე) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ა.ვ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ა.ვ-1) „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ა.ვ-2) „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  30

ა.ზ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, რითაც შეაფერხა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესის განხორციელება; ა.თ)  „ფინანსურ  კონგლომერატში  შემავალი  რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;
    ბ) კომერციული ბანკი არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ საბანკო პრაქტიკაში იყო ჩართული ან ჩართულია;
    გ) საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესში (მათ შორის, რისკების შეფასების საერთო პროგრამის ფარგლებში) რისკები გამოვლინდა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის გამოვლენისას ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად ან არათანამიმდევრულად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საზედამხედველო ზომა:
    ა) კომერციულ ბანკს, კომერციული ბანკის ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
    ბ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა;
    გ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს შიდა პოლიტიკისა და პროცედურების, გაჯანსაღების გეგმის, კონტროლის სისტემებისა და სტრატეგიების გადახედვა და გაუმჯობესება;
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  30

დ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები, კომერციულ ბანკს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციების განხორციელება ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ კომერციულმა ბანკმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და ჯანსაღ საბანკო პრაქტიკასთან შესაბამისობა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები, რის თაობაზედაც ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს კომერციულ ბანკს შესაბამისი გეგმის წარმოდგენა;
    ე) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს აქტივების დარეზერვებასთან ან კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისთვის აქტივებთან დაკავშირებული კონკრეტული მიდგომის გამოყენება;
    ვ) კომერციული ბანკის ერთ ან რამდენიმე ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შემთხვევაში − კომერციული ბანკის აქციონერთა საერთო კრებას მოსთხოვოს ადმინისტრატორის (ადმინისტრატორების) თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება;
    ზ) კომერციულ ბანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა;
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  30

„თ) შეუჩეროს ხმის უფლება კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელს მაკონტროლებელი პირის ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელის მხრიდან ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვა დარღვევის, მათ შორის, ამ კანონის 8-1 მუხლით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმთან/კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ, ეროვნული ბანკის შეფასებით, მაკონტროლებელი პირი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციების ფლობიდან გამომდინარე საკუთარ უფლებამოსილებას ბანკის ინტერესების საზიანოდ იყენებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაუქმების ან შეზღუდვის პირობებსა და ვადებს ადგენს ეროვნული ბანკი არსებული გარემოებებიდან გამომდინარე;“.
    ი) კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა მაკონტროლებელი პირის მიერ ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე;
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  30

კ) კომერციულ ბანკს შეუზღუდოს ან აუკრძალოს გარკვეული ტიპის საქმიანობების, ოპერაციების განხორციელება, მათ შორის, მოსთხოვოს მას ცალკეული საქმიანობების ან ბიზნესმიმართულებების გასხვისება, თუ აღნიშნული გადაჭარბებულ რისკებს ქმნის ან/და კომერციული ბანკის ჯანსაღ ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის; ლ)  კომერციულ ბანკს მოსთხოვოს საქმიანობასთან, პროდუქტებთან ან/და სისტემებთან დაკავშირებულ რისკებზე შესაბამისი რეაგირება;
    მ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ცვალებადი ანაზღაურების იმ მოცულობით შემცირება, რომელიც აუცილებელია კაპიტალის ადეკვატურობის დადგენილი კოეფიციენტების დასაცავად და სხვა ნორმატივების შესასრულებლად;
    ნ) კომერციულ ბანკს შეუზღუდოს ან/და აუკრძალოს მისი აქციონერებისთვის ან/და დამატებითი პირველადი კაპიტალის მფლობელებისთვის კაპიტალის განაწილება ან/და სარგებლის გაცემა;
    ო) კომერციულ ბანკს დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები საზედამხედველო ანგარიშგებასთან დაკავშირებით;
    პ) კომერციულ ბანკს დაუწესოს ლიკვიდურობის ინდივიდუალური მოთხოვნები, მათ შორის, შეზღუდვები აქტივებსა და ვალდებულებებს შორის განსხვავებულ ვადიანობაზე;
    ჟ) კომერციულ ბანკს დაუწესოს გამჟღავნების დამატებითი მოთხოვნები;
    რ) კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  30

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად უარესდება ან ახლო მომავალში გაუარესდება, რაც, მათ შორის, შეიძლება გამოიხატებოდეს კაპიტალის ან ლიკვიდურობის მდგომარეობის გაუარესებით, ლევერიჯის, უმოქმედო სესხების ან რისკის პოზიციების კონცენტრაციის ზრდით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომების მიღების გარეშე ან ამ ზომებთან ერთად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საზედამხედველო ზომა:
    ა) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს გაჯანსაღების გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე ზომის მიღება;
    ბ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ;
    გ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს თავის ბიზნესსტრატეგიაში ან ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა;
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  30

დ) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება, რომელიც, კომერციული ბანკის გადაწყვეტილებით, შეიძლება მოიცავდეს სასესხო ვალდებულებების პირობებზე მოლაპარაკებების ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის მიერ კომერციული ბანკის პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ვალდებულებების აღების საკითხებს;
    ე) კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ან/და ადგილზე შემოწმების შედეგად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია რეზოლუციის გეგმის გასაახლებლად;
    ვ) კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს მოსთხოვოს კომერციული ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების განსახილველად და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება. სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის მიერ კომერციული ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავად მოიწვიოს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება თავის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და მას მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების განხილვა და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  30

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროპორციულობის პრინციპის დაცვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზედამხედველო ზომასთან ერთად ან ამ ზომის მიღების გარეშე კომერციულ ბანკს, კომერციული ბანკის ადმინისტრატორს ან/და მაკონტროლებელ პირს დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) თავის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალისა.
5. ამ მუხლით განსაზღვრული სანქციის (ფულადი ჯარიმის) თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. მხარეს, რომლის მიმართაც საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) გამოიყენება, უფლება აქვს, იგი სასამართლოში გაასაჩივროს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში.