Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 62 სამოქალაქო აქტებში ცვლილებების შეტანა. 1. მშვილებლის (მშვილებლების) მოთხოვნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოტივით, ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი (დაბადების თვის ფარგლებში). 2. ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მშვილებელი (მშვილებლები) მიეთითება (მიეთითებიან) შვილად აყვანილი ბავშვის მშობლად (მშობლებად). 3. 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის სახელის, გვარის, პირადი ნომრის, დაბადების ადგილისა და დაბადების თარიღის შეცვლისას სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის აზრს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. 10 წლამდე ასაკის ბავშვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირადი მონაცემების შეცვლისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის აზრს ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული პირადი მონაცემი იცვლება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. |