Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 4 3. მხარის მიმართ რეჟიმის ამოქმედებისას, ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში მეორე მხარის მიწოდების ან გადახდის მიღების მოთხოვნის ყველა უფლება ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე დაანგარიშებული ნეტმოთხოვნის ტოლია. 4. ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის უფლებამოსილება, შეწყვიტოს ან საცილო გახადოს რომელიმე გარიგება ან ხელშეკრულება, არ დააბრკოლებს ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით დადებული ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ყველა გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულების ან/და მოთხოვნის უფლების შეწყვეტას, ლიკვიდაციას ან/და დაჩქარებას. თუ ეს უფლებამოსილება მაინც იქნა გამოყენებული, იგი გამოიყენება ყველა ასეთი კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ ნეტთანხის მიმართ, რომელიც შესაბამისი ურთიერთგაქვითვის შეთანხმების დებულებების შესაბამისად დაანგარიშდება. |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 4 ურთიერთგაქვითვის შეთანხმების აღსრულებადობა. 1. ურთიერთგაქვითვის შეთანხმება აღსრულებადია მისი პირობების შესაბამისად, მათ შორის, გადახდისუუნარო მხარის მიმართ, გარკვეულ შემთხვევაში − გარანტორის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, რომელიც თავდებად უდგება ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარეს. დაუშვებელია აღნიშნული შეთანხმების მოქმედების შეჩერება, იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადება ან სხვაგვარად შეზღუდვა ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის ნებისმიერი ქმედებით, რეჟიმთან დაკავშირებული კანონის ნებისმიერი დებულებით, რომელიც ამოქმედებულია გადახდისუუნარო მხარის მიმართ, ან ამ კანონის ნებისმიერი სხვა დებულებით, რომელიც გამოიყენება გადახდისუუნარო მხარის მიმართ, თუ ურთიერთგაქვითვის შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. 2. რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში მხარის მიწოდების ან გადახდის ერთადერთი ვალდებულება (მისი არსებობის შემთხვევაში) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების შესაბამისად გამოთვლილი ნეტვალდებულების ტოლია. |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 4 5. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების იმ დებულებებზე, რომლებიც განსაზღვრავს ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში შეწყვეტილი ან/და დაჩქარებული გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულების ან/და მოთხოვნის უფლების საბოლოო, საბაზრო, სალიკვიდაციო ან ჩანაცვლების ღირებულების დაანგარიშებით ნეტბალანსს, არ გავრცელდება შესაბამისი კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც ზღუდავს გადახდისუუნარო მხარესა და მეორე მხარეს შორის არსებული ვალდებულებების, გადასახდელი თანხის ან შეწყვეტის ღირებულების ურთიერთგაქვითვას ან მოთხოვნათა გაქვითვას. 6. ადმინისტრაციულ ან მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორს, გაკოტრების მმართველს/რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს, დროებით ადმინისტრატორს, სპეციალურ მმართველს ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელ სხვა პირს უფლება არა აქვს, შეწყვიტოს ან სადავო გახადოს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი ქმედება: ა) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში გადახდისუუნარო მხარის მიერ მეორე მხარისთვის თანხის, ფინანსური გირავნობის საგნის ან ნებისმიერი სხვა უფლების გადაცემა, მისი შეცვლა ან ჩანაცვლება; |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 4 ბ) მიწოდების ან გადახდის ვალდებულება, რომელიც გადახდისუუნარო მხარეს წარმოეშვა მეორე მხარის მიმართ ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით და რომელიც მიიჩნევა სხვა კრედიტორისთვის ზიანის მომტან ან უპირატესობის მიმნიჭებელ ქმედებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ნათელი და უტყუარი მტკიცებულება, რომ გადახდისუუნარო მხარემ განახორციელა აღნიშნული გადარიცხვა (გადაცემა) ან აიღო ვალდებულება მხოლოდ იმ განზრახვით, რომ ხელი შეეშალა, დაეყოვნებინა ან მოეტყუებინა ნებისმიერი პირი, რომელიც გადახდისუუნარო მხარის კრედიტორია ან მისი კრედიტორი გახდა ამ გადარიცხვის (გადაცემის) ან მიწოდების ან გადახდის ვალდებულების წარმოშობის დროს ან ამის შემდეგ. |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 4 7. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-11 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სასამართლოს, ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის მიერ გამოყენებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები ან მორატორიუმი ვერ შეზღუდავს ან ვერ დააყოვნებს კანონის შესაბამისად დადებული და აღსრულებადი ურთიერთგაქვითვის შეთანხმების აღსრულებას ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების შესაბამისად. |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 4 8. თუ მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, არცერთი მხარე არ არის ვალდებული, ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციისას, საკუთრებაში მიღებისას ან ლიკვიდაციისას, აგრეთვე ნეტინგის შემთხვევაში გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულებების ან/და მოთხოვნის უფლებების შეწყვეტისას, ლიკვიდაციისას ან/და დაჩქარებისას მეორე მხარეს ან ნებისმიერ სხვა პირს გაუგზავნოს წინასწარი შეტყობინება ან მიიღოს მისგან თანხმობა ან მისცეს მას დამატებითი ვადა. ეს მუხლი არ ახდენს გავლენას შესაბამის გამოსაყენებელ სამართლის ნორმებზე, რომლებიც მხარეს ავალდებულებს, რეალიზაციის, საკუთრებაში მიღებისა და ლიკვიდაციის პროცესები კომერციულად გონივრული გზით განახორციელოს. 9. ამ მუხლის მიზნებისთვის ურთიერთგაქვითვის შეთანხმება ასეთად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი დებულებები უკავშირდება ისეთ შეთანხმებას, ხელშეკრულებას ან გარიგებას, რომელიც არ არის კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება. ამასთანავე, ურთიერთგაქვითვის შეთანხმება მიიჩნევა ნამდვილად და მოქმედად მხოლოდ ისეთი გარიგების მიმართ, რომელიც არის კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება ამ კანონის შესაბამისად. |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 4 10. ამ მუხლის მიზნებისთვის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება ასეთად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი დებულებები უკავშირდება ისეთ გარიგებას, რომელიც არ არის ურთიერთგაქვითვის შეთანხმება ან კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება. ამასთანავე, ამავე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ასეთი დაშვება გამოიყენება მხოლოდ ისეთი შეთანხმების, ხელშეკრულების ან გარიგების მიმართ, რომელიც არის ურთიერთგაქვითვის შეთანხმება ან კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება ამ კანონის შესაბამისად. 11. ამ მუხლის მიზნებისთვის ურთიერთგაქვითვის შეთანხმება და მის ფარგლებში დადებული ყველა კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება არის ერთიანი შეთანხმება. 12. ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „ურთიერთგაქვითვის შეთანხმება“ მოიცავს აგრეთვე მრავალფილიალიან მხარესთან დადებულ ურთიერთგაქვითვის შეთანხმებას. 13. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარე შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი, საკლირინგო დაწესებულება. |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 4 14. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარე შეიძლება იყოს აგრეთვე პირი (გარდა ფიზიკური პირისა), მათ შორის, ამხანაგობა, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუ შეთანხმების მეორე მხარე არის ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული პირი. |