Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ article 3 იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპები. იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპებია: ა) საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციის ეროვნული პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის ეროვნული სტანდარტების შემუშავება; გ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის სისტემაზე სახელმწიფო ზედამხედველობის და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება; დ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის ეროვნული სტანდარტების დასაცავად სახელმწიფო ორგანოთა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა; ე) საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში მოსახლეობის, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობის ხელშეწყობა. |