Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნოტარიატის შესახებ article 46 სანოტარო მოქმედების შესრულების გადადება და შეჩერება. 1. სანოტარო მოქმედების შესრულება შეიძლება გადაიდოს: ა) თუ გამოთხოვილია დამატებითი მონაცემები ან დოკუმენტები – მათ მიღებამდე; ბ) თუ ტარდება ექსპერტიზა – ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე; გ) დაინტერესებული პირის თხოვნით, რომელსაც სურს მიმართოს სასამართლოს იმ უფლებაზე ან ფაქტზე შედავებისათვის, რომლის დადასტურებასაც ითხოვს მეორე პირი. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უფლება აქვს, გადადოს სანოტარო მოქმედების შესრულება არა უმეტეს 10 დღის ვადით. თუ ნოტარიუსის მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოდან მიღებული არ იქნა ცნობა დაინტერესებული პირის განცხადების შეტანის შესახებ, ნოტარიუსი ასრულებს სანოტარო მოქმედებას. 2. სანოტარო მოქმედების შესრულება შეჩერდება სასამართლოს შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე, სასამართლოში სამართლებრივი დავის გადაწყვეტამდე. 3. სანოტარო მოქმედების შესრულების გადადებისას ან შეჩერებისას ნოტარიუსი არ გასცემს სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს ან მოწმობას და სანოტარო მოქმედების შესრულების გადადებიდან ან შეჩერებიდან 2 დღის ვადაში გამოსცემს დადგენილებას სანოტარო მოქმედების შესრულების გადადების ან შეჩერების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში ნოტარიუსი დადგენილებაში აღნიშნავს, რომ შემოწმებულია პირთა უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა. |