Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ article 19 ცხოველისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობა. 1. დაუშვებელია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა, მათ შორის: ა) ცხოველის ცემა; ბ) ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა; გ) ცხოველის ისეთი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც იწვევს მის ტანჯვას; დ) ცხოველის მოწოდება აგრესიისკენ ან/და წახალისება სხვა ცხოველის ან/და ადამიანის ჯანმრთელობის ან/და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ; ე) არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ამ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება; ვ) ცხოველისთვის ჭრილობის მიყენება, მისი დასახიჩრება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება (მათ შორის, ავტოსაგზაო შემთხვევისას), რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის; ზ) ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის ან/და მასზე ლაბორატორიული ცდების ჩატარება, გარდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; თ) ცხოველების ორთაბრძოლის ორგანიზება, ჩატარება და ორთაბრძოლისთვის ადგილის გადაცემა; ი) სხვა ქმედება, რომელიც იწვევს ცხოველის ტანჯვას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება სასამსახურო ძაღლზე. |
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ article 19 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. |