Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ article 3 ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენელი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მშვილებელი, მეურვე, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი); ვ) პროფესია – ადამიანის შრომითი საქმიანობის სახე, რომელსაც ის ფლობს სპეციალური განათლების შედეგად მიღებული ცოდნით, უნარითა და გამოცდილებით; ზ) სამედიცინო დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას; თ) ქმედობაუნარიანობა – თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარი; ი) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა – ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით; კ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხი – ჯანმრთელობის მოშლის შედეგად გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრის სიდიდე; |
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ article 3 ლ) შრომითი, საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სპეციალურად შექმნილი პირობები – სპეციალური სანიტარიულ–ჰიგიენური, ორგანიზაციული, ტექნიკური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი, ეკონომიკური, მიკროსოციალური ფაქტორები, რომლებიც შესაძლებელს ხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა შეასრულოს შრომითი, საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი საქმიანობა რეაბილიტაციური პოტენციალის შესაბამისად. მ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება) – სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული დაავადებებისთვის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტებისთვის ახორციელებს სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას. |
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ article 3 ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ექიმი-ექსპერტი – სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ექიმი, რომელსაც სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაში სპეციალური ცოდნა აქვს; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; გ) შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი – შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი სამედიცინო-ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს პირის შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დადასტურებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სოციალური დაცვა – სახელმწიფოს მიერ გარანტირებული მუდმივი ან დროებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს სათანადო პირობების შექმნა, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადალახოს ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს სხვა მოქალაქეთა მსგავსად მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ საქმიანობასა და ყოფა-ცხოვრებაში; |