Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ article 15 სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება. 1. სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება ნებაყოფლობითია, გარდა ამ კანონის მე-16, მე-18 და 22-1 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და პაციენტს გაეწევა აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, შესაბამისი ნებართვის მქონე სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში (შემდგომ – სტაციონარი). 2. სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს და გაგზავნოს წერილი, გზავნილი შემოწმების გარეშე; ბ) სტაციონარის შინაგანაწესის თანახმად, ისარგებლოს ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით; გ) მიიღოს მნახველი ამისათვის განსაზღვრულ დროს და ადგილზე მესამე პირის დასწრების გარეშე; დ) ხანმოკლე ვადით დატოვოს სტაციონარი, სტაციონარიდან გაწერის გარეშე, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით; ე) შეიძინოს და იქონიოს პირველადი მოხმარების საგნები; ვ) შეასრულოს რელიგიური რიტუალი, თუ იგი არ ლახავს სხვათა უფლებებს; ზ) მიიღოს აუდიო-ვიზუალური ინფორმაცია; თ) მონაწილეობა მიიღოს სტაციონარში გამართულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში; ი) ისარგებლოს ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სხვა უფლებებით. |
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ article 15 3. ექიმს უფლება აქვს, უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით შეზღუდოს პაციენტის ზემოთ აღნიშნული უფლებები, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებისა. ექიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში. 3-1 ნაწილის შესაბამისად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარებისთვის მოთავსებულია სტაციონარში, არ ჰქონდეს დაზარალებულთან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საშუალებებით კომუნიკაციის შესაძლებლობა. 3-1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის და იგი არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევისთვის მოთავსდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის ან პენიტენციური კოდექსის შესაბამისად. 4. სტაციონარში მყოფი პაციენტის შრომითი საქმიანობა ნებაყოფლობითია, აქვს მხოლოდ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანიშნულება და მიმდინარეობს ექიმის რეკომენდაციითა და მეთვალყურეობით. 41. სტაციონარში მყოფ მხარდაჭერის მიმღებს ეზღუდება ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა. |
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ article 15 5. აკრძალულია პაციენტის სტაციონარში დაყოვნება იმაზე მეტი ხნით, ვიდრე ეს საჭიროა მისი გამოკვლევისა და მკურნალობისათვის. 6. პაციენტის სტაციონარიდან გაწერისას სამედიცინო დოკუმენტაციის ამონაწერი იგზავნება ამბულატორიულ-ფსიქიატრიულ დაწესებულებაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის შესახებაც ეცნობება პაციენტს და მის კანონიერ წარმომადგენელს. 7. სტაციონარში მყოფ მხარდაჭერის მიმღებთა შესახებ ინფორმაციას ფსიქიატრიული დაწესებულება უგზავნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3341 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. |
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ article 15 მუხლი 16. პაციენტის მიმართ შეზღუდვის გამოყენება 1. სტაციონარში მყოფი პაციენტის ძალადობის შემცველი ქცევის კონტროლის მიზნით მის მიმართ შესაძლებელია შეზღუდვის გამოყენება. შეზღუდვა არის უკიდურესი, გამონაკლისი ზომა, რომელიც გამოიყენება, როდესაც პაციენტის მიერ საკუთარი თავის ან სხვისი (გარშემომყოფთა) დაზიანების საფრთხე გარდაუვალია და მისი თავიდან აცილება პაციენტის სიტყვიერი დამშვიდებით ან მედიკამენტებით მკურნალობით შეუძლებელია. შეზღუდვა არის უსაფრთხოების ზომა და მას თერაპიული მიზანი არ აქვს. 2. შეზღუდვის მეთოდებია: ა) მანუალური შეზღუდვა (შებოჭვა) − პაციენტის მანუალური კონტროლის საშუალებით შეზღუდვა; ბ) მექანიკური შეზღუდვა − პაციენტის იმობილიზაციისთვის შეზღუდვის ინსტრუმენტების გამოყენება; გ) იზოლირება − პაციენტის იძულებით განმარტოებით, სპეციალიზებულ ოთახში მოთავსება. 3. შეზღუდვის მეთოდის შერჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნაკლებად შემზღუდველ მექანიზმს. ამასთანავე, ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს პაციენტის მიერ წინასწარ გამოხატული აზრი შეზღუდვის რომელიმე მეთოდის უპირატესობის თაობაზე და გაზიარებული უნდა იქნეს არსებული გამოცდილება. გამოყენებული შეზღუდვის მეთოდი პაციენტისგან მომდინარე შესაძლო საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. 4. პაციენტის მიმართ შესაძლებელია შეზღუდვის რამდენიმე მეთოდის ერთობლივად გამოყენება შეზღუდვის ხანგრძლივობის შემცირების ან პაციენტის მიერ საკუთარი თავისთვის ან/და სხვისთვის (გარშემომყოფთათვის) სერიოზული ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით. 5. პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდი გამოყენებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდით. შეზღუდვის ყველა მეთოდის გამოყენება უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფრთხის აღმოფხვრისთანავე. შეზღუდვის გამოყენების თაობაზე რეგულარულად უნდა ეცნობოს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს. შეზღუდვის გამოყენების პარალელურად პაციენტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო მეთვალყურეობითა და მხარდაჭერით. 6. აკრძალულია პაციენტის დასჯის ან დაშინების მიზნით მის მიმართ შეზღუდვის ნებისმიერი მეთოდის გამოყენება. 7. პაციენტს, მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობა. 8. ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდის გამოყენებისას საჭიროა მკურნალობის სტატუსის გადახედვა. 9. პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესი და პროცედურები დგინდება ინსტრუქციით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. |