Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 3 სააგენტო. 1. სააგენტო არის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. 2. სააგენტო არის სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, აგრეთვე განსაკუთრებული რეჟიმის სტატუსის მქონე დაწესებულება. 3. სააგენტო შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან. სააგენტოში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული ორგანოები. 4. სააგენტოს დებულებას სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 5. დაუშვებელია სააგენტოს საქმიანობაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირების უკანონო ჩარევა. 6. სააგენტო და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილი არიან, სააგენტოს სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოიყენონ საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი. 7. სააგენტო უფლებამოსილია ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა. დოკუმენტზე ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 3 8. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მის მიერ დამუშავებულ მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერა შეასრულოს ფაქსიმილეს გამოყენებით. ფაქსიმილეს გამოყენებით შესრულებულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. |