Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეწარმეთა შესახებ article 229 კოოპერატივის წევრთა რეესტრი. 1. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია აწარმოოს კოოპერატივის წევრთა რეესტრი, რომელშიც შეიტანება კოოპერატივის თითოეული წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემები, აგრეთვე მისი პაის ოდენობა და კატეგორია. 2. კოოპერატივის წევრთა რეესტრი კოოპერატივის ყველა წევრისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს კოოპერატივის ვებგვერდზე, თუ კოოპერატივს აქვს ვებგვერდი. ამ ვალდებულების შესრულება ეკისრება ხელმძღვანელ ორგანოს. 3. კოოპერატივში წევრის მიღება, კოოპერატივიდან წევრის გასვლა, პაის შეცვლა ან ახალი პაის შეძენა იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 4. კოოპერატივის წევრთა რეესტრში ის ფაქტი, რომლის რეგისტრაცია სავალდებულოა, უნდა დარეგისტრირდეს მისი წარმოშობიდან 1 თვის ვადაში. |