Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო შესყიდვების შესახებ article 17 შემსყიდველი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსი. 1. ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულში ან თანამდებობაზე დასაქმებული პირი, შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი პირი, რომელიც ჩართულია საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში, ვალდებულია საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დაიცვას შემსყიდველი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსი (შემდგომ ამ მუხლში – ეთიკის კოდექსი). 2. ეთიკის კოდექსი მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. 3. ეთიკის კოდექსის დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. 4. ეთიკის კოდექსის სისტემატურად ან უხეშად დარღვევა იწვევს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაუქმებას. |